წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „წესები და პირობები“, „წესები“, ან „პირობები“) წარმოადგენს თქვენსა და შპს „გალერია თბილის“-ს (შემდგომში „გალერია“) შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ლოიალობის სისტემაში ჩართვას და გალერიის ლოიალობის სისტემის აპლიკაციის (შემდგომში „აპლიკაცია“) გამოყენებას.
ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი ჩაერთოს ლოიალობის სიტემაში და აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოს სავაჭრო ობიექტში პროდუქცია, გალერია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია/ავტორიზაცია, პროფილის გახსნა და გამოყენება, სავაჭრო ობიექტში პროდუქციის ყიდვა და საფასურის გადახდა, ლოიალობის სიტემის მიხედვით ქეშბექის დარიცხვა, ქეშბექის გამოყენება, ასევე პროფილის გაუქმება და სხვა.
გთხოვთ, აპლიკაციის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს. მომხმარებელი, რომელსაც სურს აპლიკაციით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ამ ხელშეკრულებით გათვალსიწინებული წესები და პირობები.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც გალერია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით გალერიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით გალერიის ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. ტექნიკურად თქვენ ვერ ისარგებლებთ აპლიკაციით თუ არ გამოხატავთ თანხმობას წესებზე და პირობებზე.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2. ლოიალობის სისტემის აღწერა:
2.1 ლოიალობის სისტემა არის და ფუნქციონირებს შემდეგნაირად:
2.2 ლოიალობის სისტემის ფარგლებში სავაჭრო ობიექტი ვალდებულია მომხმარებელს დაარიცხოს ქეშბექი, რომელიც შესაბამისი დონეების მიხედვით განსხვავებულია და იგი განისაზღვრება შემდეგი ოდენობ(ებ)ით:
მომხმარებელს აქვს 12 (თორმეტი) თვე კონკრეტული დონის მისაღწევად. მიღწეული დონე ნარჩუნდება დონის მიღწევის მომენტიდან მომდევნო 12 (თორმეტი) თვე მანძილზე. ამ მომდევნო ერთ წელიწადში დახარჯული თანხის შესაბამისი დონე მიენიჭება მომხმარებელს მომდევნო წელს.
2.3 ქეშბექის თანხა ლოიალობის სისტემაში აღირიცხება მომხმარებლის პროფილში, როგორც მის მიერ დაგროვილი ქულები, რომლითაც მას შეუძლია სარგებლობა და სასურველი პროდუქციის/ნივთ(ებ)ის შეძენა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში. ქულა მომხმარებელს დაერიცხება ანგარიშსწორების განხორციელების შემდგომ დაუყოვნებლივ. დარიცხული ქულის გამოყენება ანგარიშწორებისთვის დამოკიდებული იქნება სავაჭრო ობიექტის დაბრუნების პლიტიკაზე, და შესაძლებელი იქნება შეძენილი პროდუქციის დაბრუნების ვადის ამოწურვისთანავე.
2.4 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სავაჭრო ობიექტში პროდუქციას შეიძენს როგორც ქეშბექის ქულების განაღდებით, ასევე თანხის დამატების გზით, მის მიერ გადასახდელ თანხაზე სავაჭრო ობიექტი კვლავ დაარიცხავს ქეშბექს ამ ხელშეკრულების 2.2 მუხლით გათვალისწინებული წესით; თუმცაღა, ქეშბექის ქულების განაღდებისას მომხმარებელს არ ერიცხება (განმეორიებით) ქეშბექი.
2.5 გალერია უზრუნველყოფს ლოიალობის სისტემის ყოველდღიურ (კერძოდ, ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე) და ყოველთვიურ პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მოიაზრებს აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას.
2.6 გალერია ასევე შესთავაზებს ლოიალობის სიტემაში ჩართულ მომხმარებლებს დამატებით სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს/შეთავაზებებს.
2.7 სავაჭრო ობიექტის მიერ ქეშბექის დარიცხვა მოხდება ზემოთ განსაზღვრული დონეების მიხედვით, როგორც ფასდაკლებულ, ისე ფასდაუკლებელ პროდუქციაზე.
2.8 დაბრუნების ოპერაციის განხორციელებისას სავაჭრო ობიექტი ვალდებულია პლანშეტზე აირჩიოს დაბრუნების ბრძანება, რომლის საფუძველზეც იგი მიიღებს შესაბამის QR კოდს, რომლის სკანირებასაც მომხმარებელი ახდენს მის კუთვნილ სმარტ-ფონში ინსტალირებული ლოიალობის სისტემის აპლიკაციის საშუალებით, რის საფუძველზეც აღნიშნულ დაბრუნების ოპერაციას ადასტურებს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე სავაჭრო ობიექტიც პლანშეტის საშუალებით. დაბრუნების ოპერაციის დასრულების შედეგად მომხმარებელს დააკლდება ამგვარი ტრანზაქციის საფუძველზე დარიცხული ქეშბექის შესაბამისი ქულები, ხოლო მითითებული ტრანზაქციის თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება სავაჭრო ობიექტის მიერ 2 დღის განავლობაში. ამასთან, დაბრუნების ოპერაცია ხორციელდება შესაბამის სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დაბრუნების მოქმედი პოლიტიკის მიხედვით.
3. მხარეთა განცხადებები და გარანტიები:
3.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
3.1.1. სავაჭრო ობიექტი არის დამოუკიდებელი გალერიისგან და არ წარმოადგენს გალერიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. გალერია არ არის პასუხისმგებელი სავაჭრო ობიექტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის ხარისხზე.
3.1.2. გალერია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სავაჭრო ობიექტის მიერ პროდუქციის რეალიზაციას, მათ შორის, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და გარანტიის პირობების დარღვევას, პროდუქციის მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
3.1.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გალერიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს წინამდებარე წესებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით და ტრანზაქიის განხორციელებისას.
3.1.4. არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი და აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.1.5. გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
3.1.6. მის მიერ აპლიკაციაში ავტორიზაციისას მოწოდებული ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.1.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.1.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული გალერიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ გალერიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი,ზუსტი და სრული;
3.1.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.1.10. თანახმაა, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, გალერიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშაოს მის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური და კონფიდენცილაური ინფორმაცია.
3.1.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს გალერიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.1.12 აპლიკაციის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
3.1.13 აპლიკაციით პროდუქციის შეძენა მოიცავს მომხმარებლის დაკავშირებას მესამე მხარეებთან, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შემოთავაზება. გალერია არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას პროდუქციის ან მომსახურების, ნაკლზე ან რაიმე მახასიათებლებზე, რომელიც შემოთავაზებულია და გაწეულია თქვენთვის.
3.1.14 გალერია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, აპლიკაციის წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
3.1.15 იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ იმუშავებს გამართულად, ტრანზაქციის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ აპლიკაციის ან მისი შემადგენლობის უკანონო გამოყენების, ან გალერიის ნებისმიერ კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში, გალერია არ არის პასუხისმგებელი წარმოშობილ დანაკარგზე/ზიანზე, და ასეთი დანაკარგი/ზიანი არ ანაზღაურდება გალერიის მიერ.
3.2. გალერია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია გალერიის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.3. ტრანზაქცია იდება მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის. გალერია არ არის ტრანზაქციის მხარე. იგი მხოლოდ მხარდამჭერია მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის აპლიკაციის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს გალერიის პასუხისმგებლობას ტრანზაქციიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გალერია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
3.4 გალერია პასუხისმგებელია აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებაზე;
4. მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია, პროფილის გამოყენება:
4.1. ლოიალობის სიტემაში მონაწილეობისათვის და პროდუქციის შესაძენად:
4.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი პროფილის წვდომის კოდები აპლიკაციაში და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
4.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი პროფილით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე აპლიკაციაში. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის პროფილზე აპლიკაციაში, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს ამ მოქმედებიდან გამომდინარე ვალდებულებები. გალერია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის პროფილზე წვდომით დამდგარ შედეგებზე, მათ შორის ზიანზე.
4.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს გალერიის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად პროფილზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი პროფილის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანთან დაკავშირებით.
4.5. პირადი პროფილის გახსნით აპლიკაციაში, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი პროფილის გახსნით არ ირღვევა კანონი ან მის მიერ ნაკისრი რაიმე ვალდებულება. იგი ვალდებულია დაიცვას გალერიის ინტერესები და აუნაზღაუროს გალერიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად.
4.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად პროფილზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე. მომხმარებელი ვალდებულია განაახლოს ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. გალერია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე. გალერია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება, და ამ მიზნით დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
4.7 ლოიალობის სიტემასთან, ან წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე: +995 0322 006600 [10:00 სთ-დან 22:00] სთ-მდე პერიოდში, ან ელ.ფოსტაზე: [email protected]
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:
5.1 მომხმარებლის სახელი – აპლიკაციაში, რეგსიტრაციისა და ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;
5.2 პაროლი – აპლიკაციაში ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს აპლიკაციის ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
5.3 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი ბანკისგან იღებს საბანკო ბარათის მიბმისთვის საჭირო უსაფრთხოების კოდს და ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.4 მომხმარებლის პირადი ნომერი;
5.5 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ელექტრონულ ჩეკს და საჭიროების შემთხვევაში პაროლის აღდგენის პროცედურას და ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
5.6 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის გალერიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
6. აპლიკაციით პროდუქციის შეძენა:
6.1 [პროცედურის აღწერა აპლიკაციის მიხედვით:
[6.2 გალერია არ არის უფლებამოსილი მოახდინოს განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.]
7. აპლიკაციით ანგარიშსწორებისა და გარიგების უსაფრთხოების პოლიტიკა:
7.1 მომხმარებელი სავაჭრო ობიექტში პროდუქციის შეძენისას ანგარიშსწორებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწოერების წესით აპლიკაციის მეშვეობით. ამ მიზნით, მომხმარებელი აპლიკაციას აბამს თავის საბანკო ბარათს.
7.2 ჩამოჭრილი თანხა მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე აისახება როგორც გალერიასთვის გადახდილი თანხა. თუმცა ჩამოჭრილი თანხა ჩაირიცხება სავაჭრო ობიექტის ანგარიშზე სავაჭრო ობიექტსა და გალერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში ნახოს ტრანზაქციების ისტორია და მოახდინოს იმ სავაჭრო ობიექტის იდენტიფიცირება სადაც მოახდინა პროდუქციის/ნივთის შეძენა აპლიკაცით.
7.3 გალერიას არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათზე. აპლიკაციით გადახდა ხორციელდება ბანკის/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ გვერდზე და უსაფრთხოა. გალერია არ არის პასუხისმგებელი ბანკის/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გვერდის დაცულობაზე და გამართულ ფუნქციონირებაზე.
8. საგარანტიო პირობები
8.1 მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სავაჭრო ობიექტის პრეროგატივას და გალერიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო;
8.2 საგარანტიო პირობების არსებობისას, მომხმარებელის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ სავაჭრო ობიეტს, გალერიისგან დამოუკიდებლად.
8.3 გალერია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქციის ნაკლზე.
9. პროფილის შეჩერება და გაუქმება:
9.1 გალერია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუჩეროს (დაბლოკვა) ან გაუუქმოს (დეაქტივაცია) უფლება, ისარგებლოს აპლიკაციით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წესები და პირობები. აღნიშნულ შემთხვევაში პროფილის შეჩერება ან გაუქმება ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
9.2 პროფილის შეჩერება ხდება ადმინისტრატორის მიერ გალერიას მხრიდან ან მომხმარებლის მიერ აპლიკაციიდან. ამ დროს, მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი მოქმედება აპლიკაციაში.
9.3 იმ შემთხვევაში, თუ გალერია მე-10 მუხლით განსაზღვრული მიზეზით შეაჩერებს ან გააუქმებს პროფილს, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი პროფილი.
9.4 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აპლიკაციის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
9.5 მომხმარებლის მიერ შეჩერებული პროფილის აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ამისთვის მომხარებელმა უნდა მოახდინოს მის პროფილში ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ მომხამრებლის პროფილი იყო შეჩერებული გალერიის მიერ, პროფილის აღდგენა უნდა განხორციელდეს გალერიის მიერ პროფილის სტატუსის შეცვლით.
10. აპლიკაციით აკრძალული ოპერაციები:
10.1. აპლიკაციის საშუალებით/გამოყენებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქციის შეძენა:
10.2. 10.1 მუხლის დარღვევის შემთხვევაში გალერია უფლებამოსილია:
11. გალერიის პასუხისმგებლობა და შეზღუდვები:
11.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ჩაერთოთ თუ არა ლოიალობის სიტემაში და ამას აკეთებთ თქვენი - ნებით, შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
11.2 გალერია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას აპლიკაციაზე და მომსახურებას გიწევთ წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. გალერია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა ტრანზაქციასთან ან რაიმე პროდუქტთან/სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს ტრანზაქციის ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) გალერიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა).
11.3 გალერია არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკაცია ან/და ლოიალობის სისტემა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
11.4 გალერია პასუხისმგებელია:
11.4.1 აპლიკაციის გამართულ ფუნქცონირებაზე.
11.4.2. მომხმარებლის პროფილზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, აგრეთვე ამ წესებით და პირობებით გათვალსიწინებული კონფიდენციალური და პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე.
11.5 გალერია არ აგებს პასუხს:
11.5.1. სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქციის/ნივთის ხარისხზე;
11.5.2. საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში სავაჭრო ობიექტის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
11.5.3. სავაჭრო ობიექტის მიერ ნაკლის მქონე ნივთის/პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
11.5.4. გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის არსებული გარიგებიდან და ტრანზაქციიდან;
11.5.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
11.6. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;
12. წესების და პირობების მოქმედების ვადა:
12.1 წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხამრებლის მიერ აპლიკაციის ჩამოტვირთვით და რეგისტრაციის გავლით.
12.2 წინმდებარე წესებზე და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წესებს და პირობებს და მასში მითითებულ პოლიტიკებს, და რომ, სრულად ეთანხმებით მათ.
12.3 თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, და რომ, წესებსა და პირობებს დათანხმდით საკუთარი სურვილით/ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე, და რომ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
12.4 წესების და პირობები ძალაში რჩება აპლიკაციაში მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
13.1 წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით.
13.2 წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა დავა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
13.3 სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა, პრეტენზია და/ან შეუთანხმებლობა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს მოქმედი მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმათა შესაბამისად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის გამორიცხვით.
14. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა:
14.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება გალერიას მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების, ე.წ. ნოტიფიკაციის გაგზავნის საშუალებით, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს შესაბამისი ცვლილებები. პირობებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა აპლიკაციით სარგებლობის გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
15. ერთიანი ხელშეკრულება:
15.1 წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან და ამ წესებში მითითებულ პოლიტიკებთან ერთად, წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ლოიალობის სისტემასთან და აპლიკაციასთან დაკავშირებით.
16. კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
16.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. აპლიკაციის ჩამოტვირთვით და რეგსიტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას და აპლიკაციით სარგებლობის ყველა პირობას.
16.2 კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
16.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ეკისრებათ წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე გაცემული/მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. ამ წესებისა და პირობების მიზნებისთვის კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც მხარეებისთვის ცნობილი გახდა ამ წესებისა და პირობების საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციას უნდა მიეცეს ფართო განმარტება და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი ფორმის (წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული ფორმის და ა.შ.) ინფორმაციას დაკავშირებულს: იდეასთან, გეგმასთან, პრინციპთან, მეთოდთან, სერვისთან, სტრატეგიასთან, აღმოჩენასა თუ ფაქტთან, გარემოებასთან, დოკუმენტთან. კონფიდენციალური ინფორმაცია ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მქონე ობიექტებს: ნაწარმოები, პატენტი, კომპიუტერული პროგრამა თუ მონაცემთა ბაზა და სხვა; პროფესიულ საიდუმლოებას; ნებისმიერ კომერციულ საიდუმლოებას (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ბიზნეს ლოგიკა, ნოუ-ჰაუ, ანდა ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კომერციულ საქმიანობასთან და რომლის გამჟღავნებაც მხარის კონკურენტუნარიანობას მიაყენებს ზიანს), პერსონალურ მონაცემებს; სახელმწიფო თუ საბანკო საიდუმლოებას.
16.4 კონფიდენციალურად არ ითვლება ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ ან/და რომლის გამჟღავნების აუცილებლობაც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
16.5 მხარეთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება გააგრძელებს მოქმედებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც, დროითი შეზღუდვის გარეშე.
16.6 მეორე მხარის კონფიდენცილური ინფომაციის გამჟღავნება მესამე პირებისთვის შესაძლებელია მხოლოდ გამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული მიზნით გამოყენებისა.
16.7 კანონის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გამჟღავნებისას მომხმარებელმა წინასწარ უნდა შეატყობინოს გალერიას წერილობითი ფორმით.
17. ანგარიშსწორებისა და გარიგების უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა
17.1 მომხმარებელი აპლიკაციის საშუალებით იძენს სავაჭრო ობიექტში პროდუქციას. ანაგარიშსწორება მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის მოხდება უნაღდო ანგარიშსწოერბით.
17.2 გარიგება აპლიკაციის მეშვეობით არის უსაფრთხო.
18. პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა
18.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკას. აპლიკაციის ჩამოტვირთვით და რეგსიტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით გალერიის პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკას.
19. გარდამავალი დებულებები:
19.1 წინამდებარე წესებში და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
19.2 სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
19.3 მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გალერიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც გალერია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
19.4 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
19.5 მომხმარებელი, გალერიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
19.6 მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია გალერიის იურიდიული მისამართი;
19.7 პირობებით გაუთვალისწინებლ შემთხვევებში, მხარეები იხელმძღვანელებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
20. ფორს-მაჟორი
20.1 წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან მხარეები თავსიუფლდებიან, თუ მათი დაღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, რაც ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათ კონტროლს მიღმა არსებულ გარემოებას, რომელიც არ არის დამოკიდებული მხარის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე.